“გიორგი გახარიას ამ გადაწყვეტილებით, (გულისხმობს თანამდებობიდან გადადგომას) რისკის ქვეშ დადგა, როგორც ქვეყნის სახელმწიფოებრიობა, კანონის უზენაესობა, ასევე ეჭვები გააჩინა მისი სხვა პოლიტიკურ ძალებთან ფარული თანამშრომლობის. ბუნებრივია, ჩვენ მისგან ველით ძალიან ბევრ ახსნა-განმარტებას”,- ამის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ ვახო ხუზმიაშვილის გადაცემა “თავისუფლ სივრცეში” განაცხადა.
მისი თქმით, დრო გამოაჩენს, რა მიზანი აქვს გახარიას და სამომავლოდ, ვის აირჩევს ქართველი ხალხი.
“ძალიან მალე კიდევ უფრო მეტი სიცხადე იქნება ქართულ პოლიტიკაში შემოტანილი და ჩვენს მოქალაქეებს არ გაუჭირდებათ სწორი არჩევანის გაკეთება”,- განაცხადა რიჟვაძემ.
შეგახსენებთ, ყოფილმა პრემიერმა გიორგი გახარიამ თანამდებობა “ნაცმოძრაობის” ლიდერის ნიკა მელიას სამართლებრივი საკითხის გამო დატოვა.











