“ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ რუსთაველზე სალოცავად არავინ იკრიბებოდა”, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხათუნა სამნიძემ დღეს თბილისში განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.
„ლოცვისთვის საჭირო არ არის ადამიანების სამარშუტო ტაქსით და სმს-ებით ჩამოყვანას გაუწიო ორგანიზება. ლოცვას ძალის დემონსტრირება არ სჭირდება. საპატრიარქო ხელისუფლებასთან ერთად ხელჩაკიდებული მოქმედებს, რაც პირველი შემთხვევა არ არის“, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.
შეგახსენებთ, დღეს ძალადობრივი ჯგუფის წარმომადგენლებმა, რომლებიც “ღირსების მარშის” გამართვას ეწინააღმდეგებიან, მედიის წარმომადგენლები სცემეს და შეურაცხყოფა მიაყენეს. ძალადობრივი ჯგუფი თავს ესხმოდა სხვა მშვიდობიან მოქალაქეებსაც.











