“5-6 ივლისის მერე გასაგები გახდა, რომ უარესი გველის – იმედი მაქვს, ოპოზიციური ძალები შევძლებთ ჯერ კომისიის შექმნას და მერე მხილებას, ვინ იდგა ამ თავდასხმების უკან”, – ამის შესახებ პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი ხათუნა სამნიძე სოციალურ ქსელში 5-6 ივლისს თბილისში განვითარებული მოვლენების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივის თაობაზე სოციალურ ქსელში წერს.
“ორშაბათს საგამოძიებო კომისიის შექმნას ეყრება კენჭი. 50 ხმა გვჭირდება.
5-6 ივლისის მერე გასაგები გახდა, რომ უარესი გველის. პირდაპირ მწვანე შუქი და მოწოდებები/წახალისება მოძალადეების ხელისუფლებისგან, მათ შორის ორგანიზატორების დაუსჯელობით, რომ არავინ არ გაბედოს განსხვავებული აზრის, გამბედავი პოზიციის, სიმართლის თქმა.
გამოძიებას არც გომელაური აპირებს. პრემიერმა საერთოდ უკვე გამოვიძიეთო.
ხვალ ჩვენი ფრაქციის ინიციატივა გადის უკვე სესიაზე. 50 ხმა გვჭირდება და შეგვიძლია დავიწყოთ გამოძიება. იმედი მაქვს, ერთობლივად ოპოზიციური ძალები ამას შევძლებთ – ჯერ კომისიის შექმნას და მერე მხილებას, ვინ იდგა ამ თავდასხმების უკან!”, – წერს Facebook-ზე ხათუნა სამნიძე.