„ჩვენ ვხედავთ, რომ „ქართულ ოცნებას” უნდა მაქსიმალურად აბუჩად აიგდოს ნიკა მელია. მან ამის საფუძველი ობიექტურად მისცა, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.
„ნაციონალურ მოძრაობას” და მის გარშემო შემოკრებილ პატარა პარტიებს კი უნდათ, ლამის ცოტნე დადიანად წარმოაჩინონ მელია. უნდათ, რაღაცნაირად სახე შეინარჩუნუნ. მიხვდნენ, ძალიან არასერიოზულად გამოუვიდათ მთელი ეს ისტორია – მაინც იმას აკეთებენ, რასაც კატეგორიულად უარყოფდნენ და გულში მჯიღს ირტყამდნენ.
ევროკავშირი არც მის პოლიტპატიმრობას აღიარებს და არც ნიკა მელიას ნელსონ მანდელობას. ევროკავშირმა უბრალოდ გზა გახსნა კრიზისის დასაძლევად, მორჩა და გათავდა“, – განაცხადა ელისაშვილმა.











