ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები შეთანხმდნენ, რომ წლის ბოლომდე ღარიბ ქვეყნებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის, სულ მცირე, 100 მილიონ დოზას მიაწვდიან.
ინფორმაციას ამის შესახებ Guardian-ი ავრცელებს.
აღნიშნული გადაწყვეტილება ევროკავშირის ლიდერებმა ბრიუსელში გაამრთული 2 დღიანი სამიტისას მიიღეს. მათი თქმით, ამ ყველაფრის მიზანი „ვაქცინის წარმოების შესაძლებლობების გაზრდაა, რათა გლობალურ დონეზე არსებული მოთხოვნა დაკმაყოფილდეს“.










