ევროკავშირის წინააღმდეგ რუსეთმა სანქციები გააფართოვა. გადაწყვეტილება რუსეთმა ალექსეი ნავალნის მოწამვლის საქმეზე დაწესებული დამატებითი სანქციების საპასუხოდ მიიღო. ამის შესახებ ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გავრცელებული ინფორმაციით, „შავ სიაში“ შემავალ პირებს რუსეტის ტერიტორიაზე შესვლა ეკრძალებათ.
„სიაში მოხვდნენ ის პირები, ვისაც აქვთ კავშირი ევროკავშირში რუსეთის წინააღმდეგ სასანქციო პოლიტიკის გამწვავებასთან“,- აღნიშნულია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.











