ევროკავშირმა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ COVID-19 პანდემიასთან ბრძოლის ერთობლივი პროგრამის ფარგლებში, საქართველოს 10 ცალი სუნთქვის აპარატი და სამედიცინო ხალათი გადასცა. ინფორმაციას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.
წყარო იუწყება, რომ შვედური კომპანიის (MAQUET Critical Care) მიერ წარმოებული უახლესი თაობის სამედიცინო აპარატურა და დამცავი საშუალებები აკად. ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში განათავსეს.
ცერემონიალს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი – ეკატერინე ტიკარაძე, ევროკავშირის ელჩი – კარლ ჰარცელი და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელი ესწრებოდნენ.
ინფორმახიის მიხედვით, აღნიშნული პროექტის მიზანი COVID-19-თან ეფექტურად გამკლავება და ქართული ჯანდაცვის სექტორის მზაობის კიდევ უფრო გაძლიერებაა.











