ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს 6 თვით ახანგრძლივებს. ევროკავშირის ლიდერებმა გადაწყვეტილება უკრაინაში ინტერვენციის გამო მიიღეს. ინფორმაციას ამის შესახებ უცხოური მედია ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ბლოკის გადაწყვეტილება ადასტურებს, რომ მოსკოვმა მინსკის შეთანხმებით გათვალისწინებული პირობები ვერ შეასრულა.
სანქციები 2021 წლის 31 ივლისამდე გახანგრძლივდა.











