ევროკავშირმა, უკრაინაში შექმნილი სიტუაციის გამო, რუსეთისთვის დაწესებული ეკონომიკური სანქციები 6 თვით, 2021 წლის 31 იანვრამდე გაახანგძლივა. ინფორმაციას consilium.europa ავრცელებს.
ევროკავშირის საბჭოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ მინსკის შეთანხმებები სრულად არ არის შესრულებული.
შეგახსნებთ, რომ ევროკავშირმა სანქციები რუსეთს 2014 წლის ივნისში დაუწესა.
ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციები რუსულ ბანკებსა და კომპანიებს ევროკავშირის პირველადი და მეორადი კაპიტალის ბაზრებზე წვდომას უზღუდავს.











