ევროკავშირმა უკრაინაში ინტერვენციისთვის რუსეთისთვის დაწესებული ეკონომიკური სანქციები კიდევ 6 თვით გაახანგრძლივა.
ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
შემზღუდავი ზომები რუსეთის ფინანსურ, ენერგეტიკულ და თავდაცვით სექტორებს ეხება.
შეგახსენებთ, რომ ევროკავშირმა აღნიშნული სანქციები რუსეთს 2014 წლის ივლისში დაუწესა. ევროკავშირი მზად არის, სასანქციო რეჟიმი შეამსუბუქოს ან კიდევაც გააუქმოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი მინსკის შეთანხმებებს შეასრულებს.











