ევროკავშირმა ყირიმის ანექსიის გამო, რუსეთისთვის 2014 წელს დაწესებული სანქციები ექვსი თვით გაახანგრძლივა. ამის შესახებ Reuters-ი იუწყება.
„დღეს ევროსაბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ კიდევ 6 თვით, 2021 წლის 15 მარტამდე გაახანგრძლივოს სანქციები იმ პირებისა და დაწესებულებების მიმართ, რომლებიც აგრძელებენ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას ხელყოფას ან მას საფრთხეს უქმნიან. არსებული ამკრძალავი ზომები გულისხმობს როგორც მიმოსვლის შეზღუდვას, ასევე ანგარიშების გაყინვას“, – ნათქვამია ევროკავშირის განცხადებაში.
დაწესებული სანქციები 175 პირსა და 44 ორგანიზაციაზე ვრცელდება.











