ევროკავშირთან ინტეგრაცია და წევრობა ქართველთა 80%-ზე მეტის მტკიცე სურვილია, – ამის შესახებ ევროპარლამენტარი, ვიოლა ფონ კრამონი სოციალურ ქსელში წერს.
„ევროკავშირთან ინტეგრაცია და წევრობა ქართველთა 80%-ზე მეტის მტკიცე სურვილია. მადლობა კახა კუჭავას ამ ნების სიმბოლოს აღდგენისთვის. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს კონსტიტუცია სრულად იყოს დაცული და გამოხატვის თავისუფლება უზრუნველყოფილი ყველასთვის“, – წერს ევროპარლამენტარი.












