“საქართველოს კონსტიტუცია უზრუნველყოფს მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის უფლებას ყველასთვის და სახელმწიფოს ვალდებულებაა დაიცვას ეს თავისუფლება, – ამის შესახებ ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.
„როდესაც ძალადობრივი ჯგუფი სცემს ჟურნალისტებსა და LGBT +, როდესაც მთავრობა უყურებს, ეს კანონის უზენაესობის დანგრევის საშიში ნიშანია.
როდესაც „ქართული ოცნების“ ლიდერები იმის ნაცვლად, რომ იმოქმედონ თავიანთი მანდატით, როგორც კონსტიტუციის გარანტებმა, სპეკულირებენ ამ თემასთან დაკავშირებით და ვერ ახდენენ დამნაშავეების სათანდოდ დაგმობას, ისინი მხოლოდ ახალისებენ ძალადობას“, – წერს ევროპარლამენტარი.
შეგახსენებთ, დღეს ძალადობრივი ჯგუფის წარმომადგენლებმა, რომლებიც “ღირსების მარშის” გამართვას ეწინააღმდეგებიან, მედიის წარმომადგენლები სცემეს და შეურაცხყოფა მიაყენეს. ძალადობრივი ჯგუფი თავს ესხმოდა სხვა მშვიდობიან მოქალაქეებსაც.











