ევროკომისია ლიბანის დასახმარებლად პირველ ეტაპზე 33 მილიონ ევროს გამოყოფს. ინფომრაციას ამის შეასხებ უცხოური მედია ავრცლებს.
როგორც ევროკომისიის პრეზიდენტი ამბობს, ეს იქნება პირველად იდახმარება გადაუდებელი საჭიროებებისთვის.
„პრემიერ-მინისტრ ჰასან დიაბს ვესაუბრე და ლიბანელი ხალხის მიმართ ევროკავშირის სამძიმარი და მხარდაჭერა გამოვხატე. ევროკავშირის კომისია პირველადი გადაუდებელი საჭიროებებისთვის 33 მილიონი ევროს მობილიზებას ახდენს და მომავალი დახმარების საკითხსაც განიხილავს“, – წერს ევროკომისიის პრეზიდენტი.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ ძლიერი აფეთქება მოხდა, რამაც 200-მდე ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ხოლო ათასობით ადამიანი მძიმედ დაშავდა.
ლიბანის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ბეირუთში აფეთქება 2 750 ტონა ამონიუმის ნიტრატმა გამოიწვია, რომელიც საწყობში ექვსი წლის განმავლობაში უყურადღებოდ იყო მიტოვებული. მისივე თქმით, მომხდარის გამო პასუხისმგებელი პირები მკაცრად დაისჯებიან.











