ევროპარლამენტარი ანნა ფოტიგა, გიორგი რურუასთვის გამოტანილ განაჩენს გამოეხმაურა. მან
საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, თავისი უფლებამოსილების გამოიყენებასა და რურუას შეწყალებისკენ მოუწოდა.
„საქართველოს მეგობრები თვლიან, რომ ჯერ დაკავება და ახლა უკვე მედია მფლობელ გიორგი რურუასთვის გამოტანილი სასჯელი – პოლიტიკურია. მე მოვუწოდებ საქართველოს პრეზიდენტს, გამოიყენოს თავისი უფლებამოსილება, როგორც ეს სხვა პირების მიმართ მოხდა, რომლებიც 8 მარტის შეთანხმების ნაწილი იყვნენ. ეს ქმედება მოახლოვებელი არჩევნებისთვის კლიმატს გააუმჯობესებდა“ – წერს Twitter-ზე ანნა ფოტიგა.











