ევროპარლამენტმა ბელარუსის ოპოზიციურ მოძრაობასა და მის ლიდერს, სვეტლანა ტიხანოვსკაიას ადამიანის უფლებათა სახაროვის პრემია გადასცა. ინფორმაციას DW ავრცელებს.
„მათ აქვთ ისეთი რამ, რასაც უხეში ძალა ვერასდროს დაამარცხებს – სიმართლე. ნუ დათმობთ თქვენს ბრძოლას. ჩვენ თქვენს გვერდით ვართ. ბელარუსის ქუჩებში გამართულმა პროტესტმა მსოფლიო შეძრა“, – განაცხადა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, დავიდ სასოლიმ.











