„ევროპელი სოციალისტები“ მზად არიან შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერონ, ამის შესახებ პარტია განცხადებას აკეთებს.
,,მიგვაჩნია, რომ „ქართული ოცნების“ მიერ გადადგმული ეს ნაბიჯი მიმართულია ქვეყანაში პოლიტიკური სტაბილურობის და ეკონომიკური გამოწვევების დაძლევისკენ, რაც ასევე სრულად რეკომენდირებული და მხარდაჭერილია საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან“ – ნათქვამია განცხადებაში.
პარტიაში მიაჩნიათ, რომ „ქართული ოცნების“ აღნიშნული გადაწყვეტილება და ხელმოწერილ დოკუმენტში შემავალი მუხლების „ოცნების“ მიერ შესრულების პასუხისმგებლობა, საფუძველს უყრის სრულიად ახალ პოლიტიკურ დღის წესრიგს, რაც მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის კონსტრუქციულ ურთიერობას კიდევ უფრო რეალურს გახდის.
შეგახსენებთ, გუშინ „ქართულმა ოცნებამ“ ევროკავშირისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს ხელი ოფიციალურად მოაწერა.
„ოცნებამ“ დათმო, მოლაპარაკების სივრცე გახსნილია – რას დათმობს ოპოზიცია პოლიტიკური შეთანხმებისთვის











