ევროპის წამლის სააგენტოს (EMA) განცხადებით, AstraZeneca-ს კორონავირუსის ვაქცინა „უსაფრთხო და ეფექტურია“. ინფორმაციას ამის შესახებ Guardian- ი ავრცელებს.
EMA-ს ინფორმაციით, ვაქცინისგან მიღებული სარგებელი მის შესაძლო რისკებს აღემატება.
შეგახსენებთ, რომ ევროპის ქვეყნების ნაწილმა AstraZeneca-ს გამოყენება დროებით მას შემდეგ შეწყვიტა, რაც მსოფლიოში ვაქცინაციის შემდეგ ადამიანებს სავარაუდო გვერდითი მოვლენები გამოუვლინდათ.










