„სავარაუდოდ, „ქართული ოცნების“ წევრებს წინასწარ უკანონოდ ჰქონდათ „სამართლიანი არჩევნების“ შედეგებზე ინფორმაცია მოპოვებული, რადგან ძალიან უცნაურად გააქტიურდნენ ბოლო დღეებში, რომ გადაემოწმებინათ „სამართლიანი არჩევნების“ შედეგები, რითიც, მათი აზრით, მახე დაუგეს ოპოზიცია“,- ასე ეხმაურება პარტია „ევროპული საქართველო“ ISFED-ის მიერ გამოქვეყნებულ შედეგებს.
როგორც პარტიაში ამბობენ, „სამართლიანი არჩევნები“ ვერ დაითვლიდა ისეთ გაყალბებას, როგორიცაა ბიულეტინების ჩაყრა.
„ევროპული საქართველო“ არასოდეს დავყრდნობილვართ „სამართლიანი არჩევნების“ პარალელური გადათვლის შედეგებს, როდესაც გაყალბებაზე ვსაუბრობდით და ვსაუბრობთ. PVT ვერ აკონტროლებს ისეთი ტიპის გაყალბებას, როგორიც არის ბიულეტენების ჩაყრა, რომლის ვიდეოზეც „ქართული ოცნების“ სასამართლოში თქვეს, რომ იქნებ სხვა რამ ჩაყარესო. PVT ვერ აკონტორლებს „კარუსელს“ და ძალადობას“,-აცხადებენ „ევროპულ საქართველოში“











