„ევროპულმა საქართველომ“ მთელი ქვეყნის მასშტაბით ყველა ქალაქსა და რაიონულ ცენტრში გამართა აქცია სახელწოდებით – „დაუპიპინე ბიძინას“. აქციას ბათუმი შეურთდა.
„მანქანების კოლონა მთელი დღის განმავლობაში იმოძრავებს ყველა სამთავრობო შენობასთან და ივანიშვილის ბიზნეს-ცენტრთან, რათა მივცეთ მას მკაფიო სიგნალი, რომ მისი დრო ამოიწურა. თუ თვლი, რომ: ბიძინა ივანიშვილის ჩაფლავებული ხელისუფლება უნდა დასრულდეს, ქვეყანაში გარდამტეხი ცვლილებების დროა შემოუერთდი აქციას. აქციის ამგვარი ფორმა პანდემიის პირობებში შეკრების უსაფრთხო ალტერნატივაა და ჯანდაცვასთან დაკავშირებულ რისკებს ააცილებს საზოგადოებას“, – აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.
ევროპული საქართველოს ავტომარშს „დაუპიპინე ბიძინას“- კახეთშიც შეუერთდნენ.
ავტომარშის ფარგლებში, პარტიის წევრებმა და მხარდამჭერებმა გურჯაანისა და თელავის მუნიციპალიტეტის სოფლები ავტომანქანებით და ხმოვანი საყვირებით მოიარეს.
რეგიონის დიდი ქალაქების შემოვლის შემდეგ, კოლონა თბილისისკენ დაიძრა.

,,ჩვენ ვაძლევთ სიგნალს რომ მისი დრო ამოიწურა,“ „დაუპიპინე ბიძინას“ – ამ ტრანსფარანტებით, შეძადილებითა და სიგნალებით ზუგდიდიდან დედაქალაქისკენ მანქანების კოლონა დაიძრა. როგორც “ევროპული საქართველოს“ ზუგდიდის პარტიის თავმჯდომარე ბართლომე შელიას განცხადებით, ამ ფორმით „ევროპული საქართველო“ „ქართულ ოცნებას“ შეახსენებს რომ 31 ოქტომბერს კანონიერი გზით მათი მართველობა დასრულდება.
ევროპული საქართველოს შემაჯამებელი აქცია, დღეს, თბილისში, ბიძინა ივანიშვილის პარტიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ავტომარში, “ქართული ოცნების” რვა წლიანი მმართველობის გასაპროტესტებლად ტარდება. შემაჯამებელი აქცია თბილისში 20:00 საათზე გაიმართება.












