fbpx
20/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

Facebook-ი საარჩევნო და პოლიტიკურ რეკლამაზე შეზღუდვებს ამკაცრებს

10:27 აგვისტო 6, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
836
ნახვა

ფეისბუქი 32 ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოში, საარჩევნო და პოლიტიკურ რეკლამაზე შეზღუდვების გამკაცრების შესახებ განცხადებას ავრცელებს.

დღეიდან, საქართველოში საარჩევნო და პოლიტიკური რეკლამის განთავსების საშუალება მხოლოდ ავტორიზებულ მომხმარებლებს შეეძლებათ. კერძოდ, აუცილებელი იქნება, რეკლამის განმთავსებელმა მიუთითოს, რომელი ორგანიზაცია, ან პიროვნებაა პასუხისმგებელი კონკრეტულ რეკლამაზე (Paid for By).

2019 წლის ივნისში, ფეისბუქმა მსოფლიოს მასშტაბით გამჭვირვალე გახადა სარეკლამო ინსტრუმენტები. ამ გადაწყვეტილების მიხედვით, მომხმარებელმა უნდა გაიაროს ავტორიზაცია და განათავსოს პოლიტიკური რეკლამა ისე, რომ დააფიქსიროს, ვინ არის პასუხისმგებელი (Paid for by).

ასევე, რეკლამის ავტორიზებულ განმთავსებლებს შეუძლიათ, შეიტანონ თავიანთი მონაცემები (რეკლამა, პასუხისმგებელი პირი/ორგანიზაცია) ე.წ. სარეკლამო ბიბლიოთეკაში (Ads Library) შვიდი წლით. ფეისბუქი ამ პროცედურას სავალდებულოს ხდის საქართველოშიც.

ვის ეხება ეს?

რეკლამის ნებისმიერი განმთავსებელი, რომელიც აქვეყნებს საარჩევნო, ან პოლიტიკურ რეკლამას, ავტორიზებული უნდა იყოს იმ ქვეყანაში, რომელშიც ცხოვრობს მისი სამიზნე აუდიტორია. მაგალითად, თუ განმთავსებლის სამიზნე აუდიტორია საქართველოს მოსახლეობაა, ის ავტორიზებული უნდა იყოს საქართველოში.

ეს ეხება ნებისმიერ რეკლამას, რომელიც შექმნილია საჯარო სამსახურის წარმომადგენლის, ან პოლიტიკური ფიგურის, პოლიტიკური პარტიის, პოლიტიკური კომიტეტის, ან მისი წარმომადგენლის მიერ/სახელით/შესახებ, იმ მიზნით, რომ შემდგომში ამ რეკლამამ გავლენა მოახდინოს არჩევნების შედეგებზე, ან მის მოღვაწეობაზე საჯარო სამსახურში. ასევე, რეკლამა ეხება ნებისმიერ არჩევნებს, რეფერენდუმს, კენჭისყრას, მოწოდებას „ხმა მიეცი“, საარჩევნო საინფორმაციო კამპანიას.

ავტორიზაციის გავლა

მომხმარებელი, რომელიც გეგმავს საარჩევნო, ან პოლიტიკური რეკლამის განთავსებას საქართველოში, ვალდებულია დაადასტუროს საკუთარი ვინაობა პირადობის მოწმობით. დოკუმენტი გაცემული უნდა იყოს იმ ქვეყნის მიერ, სადაც მომხმარებელი რეკლამის განთავსებას გეგმავს.
გარდა ამისა, რეკლამის განმთავსებელი ვალდებულია, მიუთითოს, ვინ არის პასუხისმგებელი რეკლამაზე (Paid for by). მას შეუძლია, პასუხისმგებლის სახით მიუთითოს საკუთარი თავი, გვერდი რომელსაც მართავს, ან ორგანიზაცია, სადაც მუშაობს.

თუ მომხმარებელი პასუხისმგებლის სახით უთითებს ორგანიზაციას, ან გვერდს, აუცილებელია, წარადგინოს დამატებითი ინფორმაციაც. კერძოდ: ორგანიზაციის მისამართი, ტელეფონის ნომერი, ელ-ფოსტა და ვებ-გვერდი. სწორედ ეს მონაცემები ადასტურებს განმთავსებლების პასუხისმგებლობას იმ რეკლამებზე, რომლებსაც ისინი ფეისბუქსა და ინსტაგრამში გამოაქვეყნებენ.

შესაძლოა, რეკლამის განმთავსებლებს ავტორიზაციის გავლისთვის რამდენიმე დღე დასჭირდეთ. ამიტომ, უმჯობესი იქნება, თუ ისინი ამ პროცესს მალევე დაიწყებენ.

სარეკლამო ბიბლიოთეკა და API

რეკლამის ავტორიზებულ განმთავსებლებს საკუთარი რეკლამისა და ამ რეკლამაზე პასუხისმგებელი პირის/ორგანიზაციის შესახებ ინფორმაციის შენახვა სარეკლამო ბიბლიოთეკაში (Ads Library) შვიდი წლის განმავლობაში შეეძლებათ. შედეგად, საზოგადოებას ექნება საშუალება, ნებისმიერი რეკლამის შესახებ მიიღოს ისეთი ინფორმაცია, როგორიცაა ნახვის რაოდენობა, დახარჯული თანხის ოდენობა, დემოგრაფიული მონაცემები (რეკლამის მნახველების ასაკი, სქესი, ადგილ-მდებარეობა).

იმისათვის, რომ მსოფლიოს მასშტაბით ყველა ქვეყანაში საარჩევნო პროცესი დაცული იყოს, ფეისბუქი მკვლევარებთან, მეცნიერებთან და ჟურნალისტებთან ერთად აქტიურად მუშაობს. კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს საჯარო წვდომას სარეკლამო ბიბლიოთეკის აპლიკაციასთან Ad Library API, რათა შესაძლებელი იყოს პოლიტიკური რეკლამის შესწავლა და გაანალიზება. დღეიდან, Ad Library API-ს საქართველოში განთავსებული რეკლამებიც დაემატება.

გარდა ამისა, ფეისბუქი წარადგენს სარეკლამო ბიბლიოთეკის ანგარიშსაც (Ad Library Report), რომელშიც საარჩევნო და პოლიტიკური რეკლამების შესახებ ისეთი მნიშვნელოვანი მიგნებები იქნება წარმოდგენილი, როგორიცაა, მაგალითად, რეკლამების ჯამური რაოდენობა და ხარჯები. შესაძლებელი იქნება, ანგარიშის ფაილის სახით ჩამოწერაც.

დამატებითი ინფორმაციისთვის

სარეკლამო ინსტრუმენტების გამჭვირვალობის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მიჰყევით ბმულს. ფეისბუქის წესები საარჩევნო და პოლიტიკური რეკლამის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე, ხოლო დახმარების ცენტრში ნახავთ, როგორ განიხილება ეს რეკლამები სხვა ქვეყნებში.

თეგები: Facebook

დაკავშირებული სტატიები

მსოფლიო

ტრამპი Facebook-ისა და Twitter-ის დამფუძნებლების წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანას აპირებს

ივლისი 8, 2021
790
მსოფლიო

ტრამპი: შემდეგ ჯერზე, როდესაც თეთრ სახლში ვიქნები, მარკ ცუკერბერგსა და მის მეუღლესთან სადილი აღარ გაიმართება

ივნისი 6, 2021
782
მთავარი ამბავი

კორონავირუსის ვაქცინაციასთან დაკავშირებით მოსახლეობის ინფორმირების მიზნით Facebook გვერდი – „პროვაქსი“ შეიქმნა

მაისი 27, 2021
1.1k

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
770

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
781

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია