აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი Facebook-ისა და Twitter-ის დამფუძნებლების წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანას აპირებს.
ინფორმაციას ამის შესახებ The Hill ავრცელებს.
ტრამპის თქმით, აშშ-ს პირველი შესწორების დასაცავად განცხადებას დღეს გააკეთებს.
აღსანიშნავია, რომ მაისში აშშ-ს ყოფილმა ლიდერმა ვებ-გვერდი შექმნა, რისი წყალობითაც ის თავის მხარდამჭერებს ეკონტაქტება.
შეგახსენებთ, რომ Facebook-ისა და Twitter-ის ადმინისტრაციებმა დონალდ ტრამპის ანგარიშები ვაშინგტონში 6 იანვარს განვითარებული მოვლენების შემდეგ განუსაზღვრელი ვადით დაბლოკეს.
მიმოხილვა: „დემოკრატიის ბნელი ღამე“ – რა მოხდა 6 იანვარს აშშ-ის კაპიტოლიუმში











