კომპანია Twitter-ის აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა, ჯეკ დორსიმ თანამდებობა დატოვა.
ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს.
„ძალიან დამწუხრებული ვარ და ამავე დროს ბედნიერი. ბევრი კომპანია არ აღწევს ასეთ დონეს“, – ნათქვამია დორსის წერილში, რომელიც მან კომპანიის თანამშრომლებს გაუგზავნა. წერილში Twitter-ის ყოფილი ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ თანამდებობიდან წასვლა მხოლოდ მისი გადაწყვეტილება იყო.
ის კომპანიის სათავეში Twitter-ის აღმასრულებელმა ტექნოლოგიურმა მენეჯერმა, პარაგ აგრავალმა ჩაანაცვლა.











