Facebook-ის ადმინისტრაცია კორონავირუსის ვაქცინებზე დეზინფორმაციის შემცველ ჩანაწერებს წაშლის, რომელიც საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტებმა გამოავლინეს და უარყვეს. ინფორმაციას Guardian-ი ავრცელებს.
„ეს შეიძლება შეიცავდეს დეზინფორმაციას ვაქცინების უსაფრთხოების, ეფექტურობის ან გვერდითი მოვლენების შესახებ. მაგალითად, ჩვენ წავშლით დეზინფორმაციას იმის შესახებ, რომ COVID-19-ის ვაქცინები მიკროჩიპს შეიცავენ“, – ნათქვამია Facebook-ის განცხადებაში.
კომპანიაში ასევე აცხადებენ, რომ კორონავირუსის ვაქცინების შესახებ შეთქმულების თეორიებსაც წაშლიან, მაგალითად, იმას რომ მოსახლეობას ვაქცინის გაკეთებას ნების საწინააღმდეგოდ აიძულებენ.











