Facebook-ის სამეთვალყურეო საბჭომ აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ანგარიშის დაბლოკვის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. ინფორმაციას ამის შესახებ APNEWS-ი ავრცელებს.
სამეთვალყურეო საბჭოს თქმით, Facebook-მა უნდა განსაზღვროს ის, თუ რამდენ ხანს გაგრძელდება ტრამპის ანგარიშების დაბლოკვა. ასევე, მათ აღნიშნეს, რომ ტრამპის ანგარიშების განუსაზღვრელი ვადით დაბლოკვა მიზანშეწონილი არ არის.
შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპის Instagram, Facebook და Twitter-ის პროფილები განუსაზღვრელი ვადით აშშ-ს კაპიტოლიუმში 6 იანვარს მომხდარი მოვლენების შემდეგ დაიბლოკა.











