Facebook-მა და Instagram-მა ტრამპის ოფიციალური ანგარიშები კაპიტოლიუმზე შტურმის შემდეგ დაბლოკა. თუმცა ამჟამად ანგარიშები კვლავ ხელმისაწვდომია.
სოციალური ქსელების ხელმძღვანელები აშშ-ის მოქმედ პრეზიდენტს, კაპიტოლიუმზე შტურმთან დაკავშირებით, ძალადობის წახალისებაში ადანაშაულებენ. ამ ნაბიჯებს ტრამპმა სიტყვის თავისუფლებაზე უპრეცედენტო თავდასხმა უწოდა.











