Facebook-ის ადმინისტრაციამ „ქართულ მარშთან“ და მის ახალგაზრდულ ფრთასთან დაკავშირებული ანგარიშები და გვერდები წაშალა.
კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ სოციალური ქსელიდან სულ 23 ანგარიში, 24 გვერდი, 12 ჯგუფი და Instagram-ის 11 ანგარიში წაიშალა, რომლებიც მიმართული იყო შიდა აუდიტორიაზე.
აღნიშნული გვერდები სოციალური ქსელის ადმინისტრაციამ ატლანტიკური საბჭოს ციფრული კვლევის ლაბორატორიის მკვლევარების ანგარიშების შესწავლის საფუძველზე წაშალა.
მარტში Facebook-მა ანგარიშები და გვერდები სულ 11 ქვეყნიდან წაშალა.











