„საავადმყოფოში მოხვედრილთა უდიდესი ნაწილი ვაქცინირებული არ ყოფილა”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.
„საავადმყოფოში მოხვედრილთა უდიდესი ნაწილი ვაქცინირებული არ ყოფილა. რეანიმაციაში აქამდე მკურნალობა გაიარა დაახლოებით 3 500-მა პირმა. მათ შორის ერთხელ ვაქცინირებული იყო დაახლოებით 1%-მდე და ორჯერ ვაქცინირებული იყო 0,3%. რაც ნიშნავს იმას, რომ ვაქცინა რეალურად მუშაობს და იცავს ჰოსპიტალიზაციისა და მძიმე შემთხვევების განვითარებისგან. გარდაცვალების მატების პირველი მიზეზი არის შემთხვევების მაღალი რაოდენობა. შემთხვევების უდიდესი ნაწილი არის დელტა შტამით გამოწვეული. ინფრასტრუქტურული გამართულობა და გამოცდილება დღეს სისტემას უფრო მეტი აქვს, ვიდრე ჰქონდა ნოემბერ-დეკემბრის პერიოდში. პროპორციულად გარდაცვალების რაოდენობა არ იმატებს, ვრჩებით 1.3-1.4%-ის ფარგლებში, თუმცა აბსოლუტურ ციფრებში ეს ძალიან მაღალი, საგანგაშო მაჩვენებელია“, – განაცხადა გაბუნიამ.











