პარტია “გირჩის” ერთ-ერთი ლიდერი, ვახტანგ მეგრელიშვილი გადაადგილების ნებართვისა და მართვის მოწმობის უქონლობის გამო დააჯარიმეს. ინფორმაციას ვახტანგ მეგრელიშვილი “ფეისბუქ live-ის” მეშვეობით ავრცელებს.
“მზრუნველი სახელმწიფო” – ლაივვიდეოს მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში ამ სათაურით აქვეყნებს.
როგორც მეგრელშვილი ამბობს, ის “კავკასიის” ეთერში იყო სტუმრად და ამის გამო საშვს არასდროს იღებს.
პატრულმა მეგრელშვილი ცხრა საათის მერე საშვის გარეშე გადაადგილებისთვის 2 000 ლარით დააჯარიმა, ხოლო მართვის უფლების არქონის გამო 500 ლარიანი ჯარიმა გამოუწერა.










