პარტია “თავისუფალი დემოკრატების” თავმჯდომარე, თამარ კეკენაძე “ტვ პირველის“ ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „თავისუფალი დემოკრატები“ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომას და ხელახანი არჩევნების დანიშნვას მოითხოვს.
“პირველ რიგში ვუსამძიმრებ ლექსოს ოჯახს, კოლეგებს და მთელ საზოგადოებას. ლექსოს გარდაცვალება არ არის მარტო ერთი ოჯახის ტრაგედია, სამწუხაროდ ის გახდა დაუსჯელი, გაუგონარი და ღიად წახალისებული ძალადობის მსხვერპლი. მხოლოდ კონკრეტული შემსრულებლების დასჯა არ არის საკმარისი. საქართველოს ხელისუფლებას არათუ არ შეუძლია საკუთარი მოქალაქეების დაცვა, არამედ თვითონ არის ძალადობრივი ქმედებების წამახალისებელი, შესაბამისად “თავისუფალი დემოკრატები” მოვითხოვთ გადადგეს მთავრობა პრემიერ ღარიბაშვილის მეთაურობით, დაინიშნოს ახალი არჩევნები.
ამავდროულად, დადგეს ყველა იმ სასულიერო თუ საერო პირის პასუხისმგებლობის საკითხი ვინც ღიად და საჯაროდ მოუწოდებდა მოქალაქეებს ძალადობისკენ”, – განაცხადა თამარ კეკენაძემ.
” –











