fbpx
15/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

„გადავამოწმოთ ნებისმიერი პრეტენზია და ერთად განვაგრძოთ საარჩევნო რეფორმა, რომ მოვემზადოთ თვითმმართველობის არჩევნებისთვის” – თალაკვაძე ოპოზიციას

22:41 დეკემბერი 26, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
863
ნახვა

„ჩვენი მთავარი შეთავაზება მოლაპარაკებების მაგიდასთან სამართლიანია: რაც წარსულს ეხება მოდით ერთად გადავამოწმოთ ნებისმიერი პრეტენზია, ხოლო რაც მომავალს ეხება – ერთად ჩავატაროთ შემდგომი საარჩევნო რეფორმა და მოვემზადოთ თვითმმართველობის არჩევნებისთვის“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ „იმედის“ ეთერში განაცხადა.

არჩილ თალაკვაძემ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მთავარი შედეგები შეაფასა. მისი თქმით,  არჩევნების მიღწევა არის ის, რომ ის პირველად საქართველოს უახლეს ისტორიაში, არსებითად პროპორციული სისტემით ჩატარდა და შედეგად, პარლამენტში ცხრა პოლიტიკური პარტია არის წარმოდგენილი.

„ასევე მოგვცა ის, რომ მეტი ქალი მონაწილეობს საპარლამენტო პროცესში, მეტი ქალი შევიდა პარლამენტში, მოგვცა ის, რომ კამპანია, თუ დააკვირდა საზოგადოება, ჩატარდა ნაკლები აგრესიით, ჩატარდა ბევრად უფრო პოზიტიურად და კონსტრუქციულ რეჟიმში, ვიდრე წინა საარჩევნო კამპანია იყო. ამიტომ, ზუსტად ამიტომ იყო, რომ ავტორიტეტულმა საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციამ – ეუთოს და ოდირის მისიამ არჩევნები შეაფასა როგორც კონკურენტული, რომელიც ჩატარდა ფუნდამენტური უფლებების დაცვით. ეს იყო 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები“,- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, ოპოზიციასთან მოლაპარაკებების მაგიდასთან მმართველი გუნდის მთავარი შეთავაზება სწორედ საარჩევნო რეფორმის დასრულება იყო.

„მოგეხსენებათ, რომ ჩვენი მთავარი შეთავაზება მოლაპარაკებების მაგიდასთან სწორედ ეს იყო ოპოზიციის მისამართით, რომ რადგან 10 თვეში უკვე გვაქვს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, მოდით დავასრულოთ საარჩევნო რეფორმა, ეუთოს რეკომენდაციები არის, გვაქვს, ასევე, ხარვეზებზე მითითება, რომელიც სამართლიან არჩევნებს უკავშირდება, გავატაროთ ეს ცვლილებები ერთად და მოვემზადოთ თვითმმართველობის არჩევნებისთვის, რომელიც იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ, რომ აქ ჩვენი ქალაქების და სოფლების მოსახლეობა უშუალოდ წყვეტს, თუ ვინ იქნება მისი მუნიციპალიტეტის მერი და ვინ იქნება მისი წარმომადგენელი საკრებულოში“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

თეგები: არჩილ თალაკვაძექართული ოცნება

დაკავშირებული სტატიები

პოლიტიკა

მიხეილ სააკაშვილის გადაღებვას და განახლებას ცდილობენ, მისი განახლება შეუძლებელია! – არჩილ თალაკვაძე

დეკემბერი 3, 2021
771
პოლიტიკა

მინდა, ოპოზიციონერ კოლეგებს, გულწრფელად ვურჩიო, შიმშილობა შეწყვიტონ, ვინაიდან მოთხოვნა აბსოლუტურად უსაფუძვლოა – არჩილ თალაკვაძე

ნოემბერი 15, 2021
969
მთავარი ამბავი

27 ოქტომბერს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების შემაჯამებელი შეკრება გაიმართება

ოქტომბერი 25, 2021
835

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
770

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია