„გახარიას ხელით გადმომეცა“ არის სულ სხვა და „თავად გახარიამ გადმომცა“ არის სხვა, იმიტომ რომ ხელით გადაცემის დროს უნდა ამტკიცო, რომ ნამდვილად მისგან მისგან იყო ის წერილი მიღებული. ასეა იურისპრუდენციაში. და როდესაც პირადად მიიღე და ამის მტკიცება გიწევს, ეს სულ სხვა მოცემულობაა”,, – ამის შესახებ გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
„არ არის კარგი, როდესაც თავის დროზე არ ამბობ იმ ფაქტს, რომელსაც გინდა შეეწინააღმდეგო. ეს, რა თქმა უნდა, თავად ბატონი გახარიას და ბატონი ჯაფარიძის გადასაწყვეტია, რას და როგორ გაარკვევენ ახლა უკვე ოპოზიციონერი კოლეგები, მაგრამ ის, რომ გახარიას მოუწევს ძალიან ბევრ კითხვაზე პასუხის გაცემა, ბუნებრივია. აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ ის ბუნდოვანება, რომელიც მან თავად შემოიტანა პოლიტიკაში ხელმეორედ შემოსვლით, გვიჩენს ძალიან ბევრ კითხვას და ეჭვებს“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.









