fbpx
11/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

გამოხატვის თავისუფლების ერთმა ფორმამ არ უნდა გადაფაროს და შეიწიროს მეორე – კახა კალაძე

19:51 ნოემბერი 10, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
808
ნახვა

თბილისის მერი, პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივანი კახა კალაძე Facebook-ზე განცხადებას აქვეყნებს და ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდებს პოლიტიკური კონსესუსისა და მოლაპარაკებებისკენ, რომელშიც საერთაშორისო პარტნიორებიც ჩაერთვებიან.

„ყველამ ვიცით, რომ ქართული დემოკრატია ჯერ კიდევ ახალგაზრდა და გამოუცდელია. ჩვენ მიერ მოპოვებული დამოუკიდებლობის ჯერ კიდევ ხანმოკლე ისტორიის განმავლობაში, მას ბევრი გამოცდა შეხვდა. დემოკრატიული ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი – თავისუფალი არჩევნები ჩვენ თვალწინ დაიხვეწა.

გუშინდელი დღესავით გვახსოვს უბნების დარბევა, უბნებში ნიღბიანი, შეიარაღებული ხალხის შევარდნა, საარჩევნო ყუთების გატაცება და ბიულეტენების მასიური განადგურება. გუშინდელი დღესავით გვახსოვს დრო, როდესაც ქვეყნის ლიდერები, თითქმის, ასპროცენტიან მოდელირებულ მხარდაჭერას იღებდნენ, რაც, პრაქტიკულად, წარმოუდგენელია მრავალპარტიულ დემოკრატიულ ქვეყანაში.

ამ მყიფე დემოკრატიის წიაღში დამკვიდრდა ტერმინი – რეჟიმი, რომელიც ჩვენი სახელმწიფოს და დემოკრატიის არაჯანსაღ მდგომარეობას ცხადყოფდა. დემოკრატია ვერ იქნება ვერც ფასადური, ვერც ფსევდო და ვერც მხოლოდ პიარისთვის გამოსაყენებელი განსაზღვრება. ჩვენ წლიდან წლამდე ვცდილობთ დემოკრატიული ინსტიტუტების გამყარებას და დასავლურ სტანდარტებთან მიახლოებას.

ჩვენს პირობებში ჩატარებულ არჩევნებს შეიძლება ჰქონდეს ტექნიკური ხარვეზები, რომლებიც ყველა არჩევნებს თან სდევს; მათი გამოსწორებისთვის ჩვენ საზოგადოებასთან, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ვმუშაობთ და ყველაფერს ვაკეთებთ. ამის ნათელი დადასტურებაა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები და მისი შემდგომი პროცესიც – საჩივრების განხილვა, საჩივრების საფუძველზე ოპოზიციის უფლებამოსილ წარმომადგენელთა და არასამთავრობო ორგანიზაციათა უშუალო მონაწილეობით უბნების გადათვლა, მათი საფუძვლიანი პრეტენზიების გათვალისწინება და ა.შ.

ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველა პარტიას და არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ სუბიექტს – თუკი მართლა გვინდა კონკრეტული შედეგი ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ამომრჩევლისთვის, ქუჩის, დესტრუქციის ნაცვლად, რაც არავისთვის არავითარი სიკეთის მომტანი არ არის, პროცესი მოლაპარაკებების ფორმატში გადავიტანოთ და მასში ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებიც ჩავრთოთ.

გამოხატვის თავისუფლების ერთმა ფორმამ არ უნდა გადაფაროს და შეიწიროს მეორე. ჩვენმა მოსახლეობამ საკუთარი არჩევანი დააფიქსირა, ამიტომაც, მოდით განვაგრძოთ მუშაობა, რათა არც ერთი ადამიანის, არც თქვენი და არც ჩვენი ამომრჩევლის ხმა არ დაიკარგოს!

ქვეყანა უამრავი საშინაო, რეგიონალური და საგარეო გამოწვევის წინაშე დგას. არჩევნებზე ხალხის აქტიურობა, პირველ რიგში, ერთიანი გზავნილია ხელისუფლებისა და ოპოზიციისადმი, რომ ვიმუშაოთ ერთად, კონსტრუქციულად და კონსოლიდირებულად ქვეყნის კეთილდღეობისთვის. მოლაპარაკება, პოლიტიკური კონსესუსი, საქმიანი ატმოსფერო – სწორედ ამას ელოდება ჩვენგან საქართველო და ქართველი ხალხი!“ – აცხადებს კალაძე.

თეგები: 2020 წლის არჩევნებიკახა კალაძე

დაკავშირებული სტატიები

პოლიტიკა

იმდენი საქმე გვაქვს, არ მინდა „ნაცმოძრაობის” სამომავლო გეგმებსა და მიზნებზე დავხარჯო დრო – კახა კალაძე

იანვარი 24, 2022
786
მთავარი ამბავი

უკრაინასა და უკრაინელ ხალხს ჩვენი მხრიდან ყოველთვის ჰქონდა, აქვს და ექნება მხარდაჭერა – კახა კალაძე

იანვარი 24, 2022
770
პოლიტიკა

რა რუსთავის ციხიდან სააკაშვილის გატაცება? ეს არ არის სერიოზული – კახა კალაძე

დეკემბერი 30, 2021
787

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია