NDI-მ ახალი კვლევა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც გამოკითხულთა 56%-ს მიაჩნია, რომ ჯანდაცვის სისტემის ყველაზე დიდი პრობლემა წამლების საფასურია.
კვლევის მიხედვით, მეორე ადგიზლეა (29%) სამედიცინო მომსახურების საფასურის პრობლემა.
ცნობისთვის, კვლევა NDI-მ 6-11 აგვისტოს პერიოდში ჩაატარა. ორგანიზაციის ცნობით, საქართველოს მასშტაბით 2 045 სატელეფონო ინტერვიუ ჩაიწერა წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. გამოკითხვა ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1,3 პროცენტია