„გამორიცხულია, რომ მეტ-ნაკლებად დიდმა პარტიამ პატარა პარტიას აიძულოს რაიმე პოზიციის შეცვლა“, – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
როგორც ჯაფარიძე აცხადებს, ყველა პარტია თავისი შეხედულებისამებრ მოქმედებს.
„არავინ არავის გავლენის ქვეშ არ არის. ყველა მოქმედებს თავისი შეხედულების შესაბამისად. გამორიცხულია, რომ ვინმე მეტნაკლებად დიდმა პარტიამ პატარა პარტიას აიძულოს რაიმე პოზიციის შეცვლა“, – განაცხადა ჯაფარიძემ.
ბადრი ჯაფარიძე „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერის, ირმა ინაშვილი განცხადებასაც გამოემხაურა.
„ქალბატონი ირმას მოსაზრებას პატივს ვცემ, მაგრამ ხელისუფლებასთან გარიგების რაიმე ნიშანწყალი იმ დოკუმენტში არ არის. იქ არის მოთხოვნები, რომელიც საზოგადოებისთვის მეტნაკლებად ცნობილია. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ გაუგებრობაა“, – განაცხადა ჯაფარიძემ.
ამ წუთებში „ლეიობორისტული პარტიის“ ოფისში ოპოზიციის ლიდერების შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრაზე განიხილება მოთხოვნები, რომლებიც ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა ფასილიტატორ ელჩებს წარუდგინეს.










