„მინდა გამოვეხმაურო იმ მოვლენებს, რომელიც ვითარდება რამდენიმე საოლქო კომისიის წინ, სადაც მიმდინარეობს ხმების გადათვლის პროცედურა.
მე შეგახსენებთ, რომ ხმების გადათვლა, როგორც ასეთი საოლქო კომისიებში, საქართველოს ისტორიაში, ქართული არჩევნების ისტორიაში არასდროს არ მომხდარა და ასეთი უპრეცედენტო რამე ხდება საოლქო კომისიების დონეზე, რაც მოწმობს საარჩევნო ადმინისტრაციის უპრეცედენტო ღიაობას და გამჭირვალობას. -ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე თბილისსა და რეგიონებში რამდენიმე საოლქო საარჩევნო კომისიასთან განვითარებულ მოვლენებს.
„ამ პროცესზე დასწრების საშუალება აქვს ყველა შესაბამის სუბიექტებს, მათ შორის არიან, ბუნებრივია შესაბამისი კომისიის წევრები, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიიდან წარმომადგენლები, დამკვირვებლები, არასამთავრობო ორგანიზაციები და ასე შემდეგ. ანუ პროცესი არის აბსულიტურად გამჭირვალე, სწორედ ამ გამჭირვალე პროცესის საფუძველზე ხდება მონაცემების დაზუსტება.
თუ სადმე არის რაიმე ხარვეზი რომელიმე უბნის დონეზე, ეს ხარვეზი უნდა დაზუსტდეს და სწორედ ამ მიზანს ემსახურება ეს პროცედურა.
რაც შეეხება იმ მოვლენებს, რომელიც ვითარდება, ვგულისხმობ იმ აქციებს რომელიც ტარდება საოლქო კომისიების წინ, ეს მოწმობს იმას რომ ამ პოლიტიკური სუბიექტების რეალური მიზანი საერთოდ არ არის რაიმეს დაზუსტება.
პირიქით მათ ეშინიათ დაზუსტების, გამომდინარე იქიდან რომ ხმების გადათვლა დაადასტურებს ზუსტად იმ შედეგებს, რომელიც საბოლოო ჯამში დაფიქსირდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ, ვგულისხმობ წინასწარ მონაცემებს ანუ გამოვა ისე, რომ რასაც ისინი აპროტესტებდენ იყო სრული ასე ვთქვათ ფარსი. რეალურად მათ არ ქონდათ არავითარი საფუძველი იმ მონაცემების გაპროტესტებისთვის, რომელიც გამოქვეყდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ.
სწორედ აქედან გამომდინარე ისინი ახორციელებენ დესტრუქციას და მიმართავენ ასეთ ქმედებებს, რაც კიდევ ერთხელ მოწმობა იმას, რომ რეალურად არჩევნები ჩატარდა სათანადოდ და დაზუსტებაც ბუნებრივია ამ ყველაფერს აჩვენებს.
აქედან გამომდინარე ჩვენ უნდა მოუწოდოთ რა თქმა უნდა ამ პოლიტიკურ სუბიექტებს რომ იმოქმედონ ისე როგორც შეშვენის პოლიტიკურ კულტურას ისეთ განვითარებულ ქვეყანაში, როგორიც არის საქართველო.
ასეთ კულტურას სამწუხაროდ ისინი დღეს ვერ ავლენენ რა თქმა უნდა არის საჭირო რომ მათ შეიცვალონ საკუთარი დამოკიდებულება პოლიტიკის მიმართ და საკუთარი დამოკიდებულება საკუთარი ქცევის მიმართ პირველ რიგში“,- განაცხადა კობახიძემ.











