განათლების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის ინფორმაციით, სკოლებში სწავლის პროცესი, პირველიდან მეექვსე კლასელებისთვის, პირველ ოქტომბერს დაიწყება, თუმცა ამ დრომდე უცნობია, როდის განახლდება სწავლა საკლასო ოთახებში, უფროს კლასელებისთვის.
„ძალაში რჩება I-VI კლასებში სწავლის განახლება, კერძოდ 1-ლ ოქტომბერს იმ სკოლებში, სადაც სასწავლო პროცესი დისტანციურად მიმდინარეობდა, მოსწავლეები ბრუნდებიან საკლასო ოთახებში, ეს არ ეხება აჭარას.
თუ მოსწავლეების მშობლები გადაწყვეტენ, რომ ურჩევნიათ სასწავლო პროცესი დისტრანციურად, ეს იქნება უზრუნველყოფილი.
19 ოქტომბერს, აჭარის გარდა ყველგან, სტუდენტები დაბრუნდებიან უნივერსიტეტებში,“- განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.
ნახეთ, როდის დაიწყება სასწავლო პროცესი ბაღებში⇓⇓⇓










