განათლების მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძე აცხადებს, რომ 1700-მდე სკოლაში პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით, სწავლა საკლასო ოთახებში მიმდინარეობს.
„ოთხ დიდ ქალაქში- თბილისში, ქუთაისში, ზუგდიდსა და რუსთავში პირველიდან მეშვიდე კლასამდე მოსწავლეები განათლებას იღებენ საკლასო ოთახებში, ხოლო მაღალ კლასებში დისტანციურად მიმდინარეობს სასწავლო პროცესი.
მიმდინარეობს ყოველდღიური მონიტორინგი, თუ რამდენად იცავს თითოეული მოსწავლე, მასწავლებელი, ადმინისტრაცია სკოლაში რეკომენდაციებს.
სკოლებში ინფიცირების ფაქტების დადასტურების შემდეგ, გადაწყვეტილებები მიიღება ორი მიმართულებით, პირველი – სკოლა გადადის დისტანციურ სწავლებაზე და მეორე, დისტანციურ სწავლებაზე გადადის საკლასო ოთახი.
1700 სკოლამდე სასწავლო პროცესი პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით, მიმდინარეობს საკლასო ოთახებში,“- განაცხადა დგებუაძემ.
სულ საქართველოში 2087 საჯარო სკოლაა.











