განიხილება საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებები, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიმდინარე მოლაპარაკებების მესამე რაუნდის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
“ზოგადად შემიძლია გითხრათ, რომ განიხილება საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებები. ამაზე არაერთი კომენტარი გავაკეთეთ, ახლაც შემიძლია დავადასტურო. უბრალოდ აქაც დეტალებში ვერ შევალთ გამომდინარე იმ პირობებიდან, რომელიც გვაქვს შეთანხმებული, მათ შორის ელჩების წინაშე“, – ირაკლი კობახიძე.











