„გვაქვს დიალოგი ოპოზიციასთან და შეთანხმება შესაძლებელია, თუმცა ბოლო ეტაპი მოითხოვს მეტ ნებისყოფას და ოპოზიციისგანაც სწორი გადაწყვეტილებების მიღებას, დესტრუქციული ელემენტებისგან თავისუფალ გარემოში”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
თალაკვაძის თქმით, „ქართული ოცნების” მხრიდან განმეორებითი არჩევნები არ განიხილება.
„განმეორებითი არჩევნები და მასთან დაკავშირებული რაიმე საკითხი ჩვენი მხრიდან არ განიხილება და სახელმწიფო ინსტიტუტების ფუნქციების გაჩერებას არ ვაპირებთ. პანდემიის მიუხედავად, ორ მილიონამდე ჩვენმა თანამოქალაქემ მიიღო არჩევნებში მონაწილეობა და უფლება არ გვაქვს, ეჭვქვეშ დავაყენოთ მათი არჩევანი“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.











