„განცხადება, რომ ჩვენ სახელმწფო არ გვაქვს, , შემაშფოთებელი და სამარცხვინოა, ეს საკუთარი თავის მასხრად აგდებაა. მე მინდა ამ ადამიანებს მოვუწოდო, რომ როდესაც სახელმწიფოს ახსენებენ, ცოტა მეტად მოზომილები იყვნენ. ეს არ არის ის საკითხი, რაზეც ხელაღებით საუბარი შეუძლიათ”,- ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც „პრაიდის“ მოვლენებთან დაკავშირებით, ხელისუფლების მისამართით ოპოზიციის კრიტიკას უპასუხა.
“დიდი ხანია ეს პოლიტიკოსები გასული არიან მომსახურების სფეროდან და ჩვენი საზოგადოების ინტერესებიდან. მაგრამ მინდა დაბრუნდნენ და როდესაც სახელმწიფოს ახსენებენ, წითელ ხაზებს ნუ გადაკვეთავენ. სახელმწიფოსთან ფრთხილად იყვნენ როგორც განცხადებებში, ასევე ქმედებებში”,- განაცხადა ღუდუშაურმა.
შეგახსენებთ, ოპოზიციამ ხელისუფლბა 5-6 ივლისის მოვლენების გამო, მწვავედ გააკრიტიკა და განაცხადა, რომ დღევანდელი ხელისუფლება არალეგიტიმურია.










