გარდაცვლილ ექთანს, მეგი ბაქრაძეს სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ექსპერტიზა უტარდება.
ცხედარი იქ პირველი სუნივერსიტეტო კლინიკიდან გადაასვენეს.
შეგახსნებთ, 27 წლის ექთანი, რომელსაც გუშინ, -„ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ სავარაუდოდ, გვერდითი რეაქცია – ანაფილაქსიური შოკი დაუდასტურდა, გარდაიცვალა.
გუშინვე, ცნობილი გახდა, რომ საქართველო „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაციას გააგრძელებს. გადაწყვეტილება ექსპერტთა ჯგუფმა ჯანდაცვის სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ მიიღო.











