“გარედან იმაზე საუბარს, რომ არჩევნები გაყალბდა, კეთილი ინებონ, შემობრძანდნენ პარლამენტში და კომისიაში ვიმსჯელოთ”,- ამის შესახებ “ქარული ოცნების” დეპუტატმა გიორგი კახიანმა ოპოზიციის მისამართით განაცხადა.
“დასვან ნებისმიერი კითხვა, რაც მათ არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით გააჩნიათ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი საკუთარი თავის ლუსტრირებას ახდენენ, რადგან ძალიან კარგად იციან, რომ არჩევნები არ გაყალბებულა. ჩვენ ნებისმიერ საკითხზე მსჯელობისთვის მზად ვართ, მაგრამ მათ საკუთარი პოზიციების სისუსტე ძალიან კარგად იციან. იციან, რომ საკუთარ პოზიციაში მართალი არ არიან, ამიტომ დებატებში შემოსვლას და საერთო მაგიდასთან დაჯდომას თავს არიდებენ“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.










