ვაკის ოლქში „ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ელენე ხოშტარია გამოდის ინიციატივით, რომ საქართველო-აზერბაიჯანის დემარკაციის კომისიის ექსპერტთა საბჭოს ყოფილ წევრებს მოქალაქეებმა გასამხნევებლად ციხეში წერილები გაუგზავნონ.
„ბევრი ადამიანი ფბზე წუხს ამ უსამართლობაზე, მათ მდგომარეობაზე. ეს ემოცია ვაქციოთ სასარგებლოდ და დღეიდან დავიწყოთ მათთან წერილების გაგზავნა. გავამხნევოთ, გავუზიაროთ ჩვენი ემოცია. დარწმუნებული ვარ უცხო ადამიანებისგან მიღებული წერილები მათ ძალიან გააძლიერებს.
წერილის გაგზავნა ხდება ნებისმიერი ფოსტიდან ამ მისამართებზე:
ივერი მელაშვილი, №8 დაწესებულება (ქ. თბილისი, გლდანის მე-7 მ/რ, მე-2 კმ) – პატიმრობისა და დახურული ტიპის
თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება
ნატალია ილიჩოვა, №5 დაწესებულება (გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფელი მთისძირი) – ქალთა სპეციალური
დაწესებულება
თუ დრო არ გაქვთ, გამომიგზავნეთ მე ტექსტი, სახელი გვარი და ტექნიკურად მე მოვაგვარებ გავაგზავნი თქვენი სახელით,“- წერს ელენე ხოშტარია.
ცნობისთვის, სასამართლომ ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას პატიმრობა შეუფარდა.











