„ქართული ოცნების“ დეპუტატი კობა კობალაძე მის და ზოგადად, „ქართული ოცნების“ მიერ გაწეულ საქმიანობას აფასებს. როგორც დეპუტატმა „პრაიმტაიმთან“ განაცხადა, „ქართულმა ოცნებამ“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, როგორც ინფრასტრუქტურული, ისე საკანონმდებლო ინიციატივების განხორციელების მხრივ, ნელ-ნელა ეფექტური ნაბიჯები გადადგა.
„რაც შეეხება თემას, რა და როგორ გაკეთდა თუნდაც ის სამაჟორიტარო მიმართულებით, რომელსაც თქვენი მონა მორჩილი უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში წარმოადგენდა, საბოლოო ჯამში, ნელ-ნელა, ნაწილ-ნაწილ რაღაც გაუმჯობესებისკენ ვიარეთ, როგორც ინფრასტრუქტურული, ისე საკანონმდებლო თვალსაზრისით“, – განაცხადა კობალაძემ
როგორც დეპუტატმა განაცხადა, ჯერჯერობით, უცნობია მიიღებს თუ არა ის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას.
„მე ვარ გუნდის წევრი, მაქვს გარკვეული პასუხისმგებლობა იმ პოლიტიკურ გუნდთან, რომელშიც მე მოვიზრები. აქედან გამომდინარე, როგორც იქნება გადაწყვეტილება მიღებული… მე, როგორც ჩემი ქვეყნის რიგითი ჯარისკაცი, აუცილებლად რეალურად გავაკეთებ იმას, რა ამოცანაც ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ იქნება დასმული“,- განაცხადა კობალაძემ.
ინ შემთხვევაში, თუ კორონავირუსის პანდემიამ დღის წესრიგი არ შეცვალა, საპარლამენტო არჩევნები 2020 წლის 31 ოქტომბერს გაიმართება.
ავტორი: ეკატერინე ზარნაძე











