პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე „ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებას გამოეხმურა, რომლის მიხედვით, „თუ პარლამენტი საბოლოდ გააუქმებს მანდატებს და არანაირ კომპრომისზე არ წამოვა ოპოზიციასთან, მაშინ გაზაფხული იქნება ძალიან ცხელი”.
თალაკვაძის განცხადებით „ქართული ოცნება” გაზაფხულისთვის მზად არის.
„გაზაფხულისთვის მზად ვართ! „ქართულ ოცნებას“ შემდეგი პოლიტიკური სვლებიც გათვლილი აქვს, იმ ოპოზიციური პარტიებისგან და ლიდერებისგან განსხვავებით, რომლებიც რადიკალების ტყვეობაში არიან და დემოკრატიასა და ქვეყნის განვითარებაში მონაწილეობაზე უარს აცხადებენ.
ქვეყანაში ვითარების „გაცხელებაზე“ სხვების მუქარებიც მოგვისმენია წინა წლებში. ცივი გონებით მოქმედება სჯობს”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.











