ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსის განცხადებით, მსოფლიოს ახლა ისე როგორც არასდროს, ტოკიოს ოლიმპიადა სჭირდება.
ინფორმაციას ამის შესახებ Reuters- ავრცელებს.
მისივე თქმით, ოლიმპიადის ჩატარება მნიშნელოვანია იმისთვის, რათა მსოფლიომ დაინახოს, რისი მიღწევაა შესაძლებელი „კოვიდ-19“-ის პანდემიის დროს სწორი გეგმითა და ზომებით.
„ტოკიოს ოლიმპიადა უნდა ჩატარდეს, ის მსოფლიოს სჭირდება, როგორც იმედის ზეიმი. ოლიმპიურ თამაშებს აქვს მსოფლიოს გაერთიანების, შთაგონების, შესაძლებლობების ჩვენების ძალა“, – აღნიშნა გებრეიესუსმა.
შეგახსენებთ, რომ ტოკიოში ოლიმპიური თამაშები 23 ივლისს დაიწყება.











