კორონავირუსის დასამარცხებლად ერთობლივად მოქმედებაა საჭირო,- ამის შესახებ WHO-ს ხელმძღვანელი, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი სოციალურ ქსელ Twitter-ზე წერს.
„როგორც ადრეც ბევრჯერ დავწერე, კორონავირუსის ახალი ვარიანტების აღმოჩენა სამედიცინო პერსონალისა და ხანდაზმულების ვაქცინაციას კიდევ უფრო საჭიროს ხდის. ვირუსისთვის ჩვენ ერთი ხროვა ვართ, ამიტომ მის დასამარცხებლად ერთობლივად მოქმედებაა საჭირო“,- წერს ჯანმოს ხელმძღვანელი.
As I recently wrote, new #COVID19 variants make it even more crucial that #healthworkers and older people everywhere are vaccinated as soon as possible, not just in wealthy countries. 'To the virus, we are all one herd. To beat it, we must act as one community.' #VaccinEquity https://t.co/PRgUMeoRc2
— Tedros Adhanom Ghebreyesus (@DrTedros) February 7, 2021











