გერმანია მოუწუდებს რუსეთს, დაუყოვნებლივ გამოიძიოს ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნის მოწამვლის საქმე. ამის შესახებ გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელისა და საგარეო საქმეთა მინისტრის, ჰაიკო მაასის ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული.
“იმის გათვალისწინებით, რომ ნავალნი რუსეთის პოლიტიკურ ოპოზიციაში დიდ როლს თამაშობს, რუსეთის ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა გამოიძიოს ეს დანაშაული უმცირესი დეტალებით და ეს სრული გამჭვირვალობით უნდა გააკეთოს. დამნაშავებიი უნდა გამოვლინდნენ და პასუხი აგონ”, – წერია განცხადებაში.
20 აგვისტოს ქალაქ ტომსკიდან მოსკოვში თვითმფრინავით მგზავრობისას, ალექსეი ნავალნი ცუდად გახდა, რის გამოც თვითმფრინავი ავარიულად, ომსკში დაეშვა, სადაც ნავალნი მოწამვლის სიმპტომებით რეანიმაციაში მოათავსეს.
22 აგვისტოს ალექსეი ნავალნი სამკურნალოდ გერმანიაში გადაიყვანეს.











