გერმანია AstraZeneca-ს ვაქცინის გამოყენებას ხვალიდან განაახლებს. ინფორმაციას ამის შესახებ Guardian-ი ავრცელებს.
ქვეყანამ აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ევროპის წამლის სააგენტომ განაცხადა, რომ AstraZeneca-ს ვაქცინის გამოყენება „უსაფრთხო და ეფექტურია“.
შეგახსენებთ, რომ ევროპის ქვეყნების ნაწილმა AstraZeneca-ს გამოყენება დროებით მას შემდეგ შეწყვიტა, რაც მსოფლიოში ვაქცინაციის შემდეგ ადამიანებს სავარაუდო გვერდითი მოვლენები გამოუვლინდათ.











